უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ურჩია, დროებით არ დაუწესოს სანქციები რუს ოლიგარქსა და ჩელსის მფლობელს რომან აბრამოვიჩს, რადგან, მისი თქმით, ის შესაძლოა მნიშვნელოვანი შუამავალი აღმოჩნდეს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში.
ინფორმაციას The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ამის შესახებ ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ბოლო სატელეფონო საუბრისას ისაუბრეს.
რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან კავშირის გამო აბრამოვიჩს სანქციები დიდმა ბრიტანეთმა 10 მარტს დაუწესა.