დიდება გმირებს! | უკრაინიდან გადმოსვენებულ ქართველ სამხედროებს მოქალაქეები დაჩოქილები დახვდნენ

გამოქვეყნდა:

დიდება გმირებს! - უკრაინიდან გადმოსვენებულ ქართველ სამხედროებს, გიორგი ბერიაშვილს და დავით რატიანს მოქალაქეები დაჩოქილები დახვდნენ.

უკრაინაში, პუტინის ომში დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოასვენეს. 

აეროპორტის მიმდებარედ მათი ოჯახის წევრები და მეგობრები, ასევე მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებმაც დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. 

ქართველი გმირების დასახვედრად აეროპორტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მივიდა.

უკვე ცნობილია, რომ თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლ ქართველ გმირებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ თუმცა, დაუთმობენ თუ არა გიორგი ბერიაშვილსა და 
დავით რატიანს ძამათა სასაფლაოზე ადგილს, ჯერჯერობით უცნობია.

ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი დაღუპული ქართველი სამხედროს, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება. მისი ცხედარი ამ დრომდე მარიუპოლშია, რადგან მის გამოყვანას არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი