გამოკითხული უკრაინელების 33% თვლის, რომ საქართველომ უკრაინისადმი ნეიტრალურობა გამოავლინა | კვლევა

გამოქვეყნდა:

გამოკითხული უკრაინელების 33%-ს მიაჩნია, რომ საქართველომ უკრაინისადმი ნეიტრალურობა გამოავლინა. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც უკრაინულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, Sociological Group Rating (Rating Group Ukraine) გამოაქვეყნა.

მათ მოქალაქეებს დაუსვეს შეკითხვა: "როგორია ჩამოთვლილი ქვეყნების დამოკიდებულება უკრაინისადმი?"

ირკვევა, რომ გამოკითხული უკრაინელების 33%-ს მიაჩნია, რომ საქართველომ უკრაინისადმი ნეიტრალურობა 
გამოავლინა, 34%-ს სჯერა, რომ საქართველო იყო საკმაოდ მეგობრული, 20%-მა კი თქვა, რომ საქართველო უკრაინისადმი ნამდვილად მეგობრული იყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი