უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ცხედრები იმ ადგილებზე გადაასვენეს, სადაც ოჯახები სამძიმარს მიიღებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ცხედრები საქართველოში უკვე ჩამოასვენეს. 

დავით რატიანის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს, სადაც ოჯახი პირველ სამძიმარს მიიღებს. საღამოს ჯარისკაცის ცხედარს ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ. 

გია ბერიაშვილის ცხედარი ოჯახის გადაწყვეტილებით, თემქის სასაფლაოზე მდებარე ტაძარში გადაასვენეს.

დაკრძალვის დეტალები ბოლომდე დაზუსტებული არაა - თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე დაღუპულს სამხედრო პატივით დაკრძალავენ, იქნება საპატიო ყარაული. თუმცა დაკრძალავენ თუ არა მათ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჯერ უცნობია. 

ქართველი სამხედროების ცხედრები დღეს დილით ჩამოასვენეს. ადგილზე მათთვის პატივის მისაგებად ოჯახთან და მეგობრებთან ერთად უბრალო მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მივიდნენ. მოქალაქეები ქართველ ჯარისკაცებს სანთლებით, დროშებით, დაჩოქილები დახვდნენ. ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი დაღუპული ქართველი სამხედროს, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება. მისი ცხედარი მარიუპოლშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი