
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი სამხედროს, ბახვა ჩიქობავას შესახებ წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ ის ნამდვილად გახდება უკრაინის ეროვნული გმირი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს ნებისმიერი შემდგომი, პატრიოტული ხელისუფლება აუცილებლად მიანიჭებს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდებას.
"ჩემმა მეგობარმა ბახვა ჩიქობავამ უზარმაზარი რისკის ფასად გამოიყვანა ცეცხლის ქვეშ 4 დაჭრილი მეომარი ალყაშემორტყმული ქალაქიდან, მათ შორი იყო ჩემი ახლო მეგობარი გიორგი ქუფარაშვილი რომელიც მძიმედაა დაჭრილი. ბახვამ გადაარჩინა მათი სიცოცხლე და უკანა გზაზე ემსხვერპლა აფეთქებას, ეს ადამიანი ნამდვილად გახდება უკრაინის ეროვნული გმირი მაგრამ საქართველოს ნებისმიერი შემდგომი პატრიოტული ხელისუფლება აუცილებლად მიანიჭებს მას ასევე, საქართველოს ეროვნული გმირის წოდებას. ვუსურვე ჩემ ძმას გიორგი ქუფარაშვილს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას და მტრის ჯინაზე ძალიან დიდხანს სიცოცხლეს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, 19 მარტს ბახვა ჩიქობავა ოკუპანტებმა მარიუპოლის დაცვის დროს მოკლეს. ის საქართველოს ყველა ომის მონაწილე იყო და ბოლო წლებში უკრაინაში, აზოვის ბატალიონში ირიცხებოდა. მისი ცხედრის გადმოსვენება საომარი მოქმედებების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.