
ენმ-ს წევრები უკრაინაში იმყოფებიან. დღეს უკრაინის უმაღლეს რადაში სხდომას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრები ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან’’ ხატია დეკანოიძე, დავით ხაჯიშვილი და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მიმართ.
უკრაინის რადას თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებს ამ რთულ პერიოდში კიევში ჩასვლისა და მხარდაჭერისთვის.