ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, საგანგებო სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია, გაიზარდოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის ჩარევის გამო, რისკის ქვეშ არიან.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ასეთ ქვეყნებში ნატო საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მოიაზრებს.
"მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა ყველა პარტნიორის მიმართ, რომლებიც რუსეთის ჩარევის გამო, რისკის ქვეშ არიან, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მიმართ. ჩვენ ევროკავშირთან ერთად, მათ უნდა დავეხმაროთ სუვერენიტეტის დაცვასა და მდგრადობის გაძლიერებაში", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.