საკონსტიტუციო ცვლილებები - ოპოზიცია "ოცნების" მხრიდან 120/30-ზე სისტემის ჩაგდებას არ გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა  იწყება. საკნონმდებლო ორგანოში საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობს. მმართველი უმრავლესობა ამბობს, რომ ცვლილებებს მიიღებენ და მათ ამისთვის საჭირო 92 ხმა აქვთ. რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს, მამუკა მდინარაძემ ოპონენტების არგუმენტს, რის გამოც ისინი საკონსტიტუციო ცვლიელბების საპარლამენტო განხილვებში არ მონაწილეობენ, გამოგონილი უწოდა.

მდინარაძე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას და" ევროპულ საქართველოს" 8 მარტის შეთანხმების ჩაშლა სურთ, თუმცა დამოუკიდებელი დეპუტატების, მარიამ ჯაშის ფრაქციისა და პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერით, ცვლილებები მიღებული იქნება:

პატრიოტთა ალიანსი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს, ფარქცია, რომლის ხელმძღვანელიც არის მარიამ ჯაში, აცხადებს, რომ მხარს დაუჭრეს და ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები...რადიკალური ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ ცვლილებები დამოკიდებულია რურუას გამოშვებაზე ეს საკითხი, არის მოგონილი საბაბი - ამბობს მდინარაძე 

ოპოზიცია კი განხილვებში ჩართვას მხოლოდ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლების შემთხვევაში გეგმავს. ოპოზიციაში დღეს არც ის გამორიცხეს, რომ მმართველმა გუნდა მორიგი დაპირება არ შეასრულოდ და 120/30-ზე სისტემაც ჩააგდოს:

პირველად არ არის რომ ქართული ოცნება აცხადებს ერთ რამეს და შედეგს ვიღებთ სხვას კენჭისყრის შედეგად, მაგრამ პასუხისმგებლობა თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ იქნება მიღებული, დაეკისრება მმართველ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს - ამბობს სალომე სამადაშვილი.

გადაგმგდები და მატყუარა ივანიშვილის და ქართული ოცნების პირობებში ყველაფერი არის მოსალოდნელი. ჩვენმა საზოაგდოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე იხილა ივანიშვილის სიტყვის ფასი, ამიტომ მოსალოდნელია ყველაფერი - ამბობს გიგი უგულავა.

 საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა პარლამენტში კვირას, რიგგარეშე სესაიაზეა დაგეგმილი. მანამდე კინ "ქართული ოიცნება" დღეს პარტიის ოფისში შეიკრიბება ცვლილებების დეტალებს დააზუსტებს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი