"რუსი ოლიგარქები უკვე ფიქრობენ, როგორ მოიშორონ პუტინი" | ექსკლუზიური ინტერვიუ ხრისტო გროზევთან

გამოქვეყნდა:

"რუსი ოლიგარქები უკვე ფიქრობენ, როგორ მოიშორონ პუტინი" - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", ნიკა გვარამიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში "ბელინგქეთის" დამფუძნებელი, ხრისტო გროზევი საუბრობს. 

ოლიგარქები ძალიან უკმაყოფილოები არიან პუტინით, იმიტომ რომ ქონების 95% დაკარგეს. ფაქტობრივად, ცხოვრებაც და ფულიც სამუდამოდ დაკარგეს და სანაცვლოდ, პუტინი მათ ვერაფერს სთავაზობს... ოლიგარქები უკვე ფიქრობენ იმაზე, როგორ მოიშორონ პუტინი. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. პოლიტიკური ელიტა, ისეთი ხალხი, როგორიცაა ლავროვი, მათ ომამდე სამი დღით ადრე, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ომი დაიწყებოდა. ამიტომ მათ შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მოძებნონ. ზოგიერთი მათგანი ოლიგარქიასთანაა დაკავშირებული. მემგონი ლავროვისა და პესკოვის შვილები ოლიგარქებზე არიან გათხოვილები... ამ ადამიანებმა ძალიან დიდი ფული დაკარგეს და რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ რაღაცა მალე აფეთქდება, - ამბობს ის.

მისივე ვარაუდით, ოლიგარქი ივანიშვილი "პრევენციულად იმოქმედებს და პუტინთან და კრემლთან ყველანაირ კავშირს გაწყვეტს".

ვფიქრობ, ივანიშვილი პრევენციულად იმოქმედებს და პუტინთან და კრემლთან ყველანაირ კავშირს გაწყვეტს, თუკი ასეთი ჯერ კიდევ აქვს. იმიტომ რომ დაინახავს, რა დაემართათ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს, - ამბობს გროზევი. 

გროზევი ამბობს იმასაც, რომ ФСБ-დან გამოჟონილი ინფორმაციით, პუტინის ახლო გარემოცვა, მათ შორის თავდაცვის მინისტრი შოიგუ ბუნკერშია და ამას მათი სამხედრო თვითმფრინავის გადაადგილებაც ადასტურებს.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შოიგუ უფაში, ბუნკერშია, იმიტომ რომ ერთერთი სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ის იყენებს, ორჯერ დღეში დადიოდა უფაში ბოლო ათი დღის განმავლობაში. და როგორც სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ის ნამდვილად არ რჩება მოსკოვში ომის დროს, ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ ის უფაშია, ბუნკერში... გერასიმოვიც საერთოდ გაქრა საზოგადოებრივი ეკრანიდან და შესაძლებელია, რომ ისიც შოიგუსთან ერთად იყოს. საინტერესოა, ვის დაადანაშაულებს ამაში პუტინი, - ამბობს გროზევი. 

ინტერვიუ სრულად:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი