"ორი ადგილი დარჩა ღია ამ ეტაპზე შეგნებულად" - გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია  თბილისში საერთო  მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდა. მიღებულია გადაწყვეტილება თბილისის ექვს ოლქში წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით. ამ დრომდე აღიად არის დარჩენილი  საბურთალოსა და დიდუბის ოლქების საკითხი. არსებული ინფორმაციით, ამ ორ ოლქში კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით შეთავაზება აქვთ გაკეთებული კონკრეტულ ადამიანებს. საუბარია საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის კანდიდატურაზეც. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, თუკი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მაჟორიტარობის სურვილს გამოთქვამს, ამის წინააღმდეგ არავინ წავა.

"ევროპულისა ქართველოს" თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, აღნიშნულ ორ ოლქში ადგილები შეგნებულად არ გადანაწილდა. მისი განმარტებით, ეს საშუალებას მისცემს სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ასევე, საზოგადოებისთვის ცნობად სახეებს, საქმეში ჩაერთონ. ბაქრაძის თქმით, ეს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ერთიანობისთვის კეთდება. 

ორი ადგილის გადანაწილება არ მომხდარა. ორი ადგილი დარჩა ღია ამ ეტაპზე შეგნებულად, სპეციალური განზრახვით და ეს საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ კონსულტაციები როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მათი ჩართვის მიზნით, ასევე, რაც უფრო მნიშნელოვანია, საზოგადოებრივად  ცნობად სახეებთან, არა პოლიტიკურ ფიგურებთან იმისთვის, რომ ვიმეორებ, შეიქმნას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ერთიანობის განცდა, - განაცხადა "ევროპული საქართელოს" თავმდჯომარემ დავით ბაქრაძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა უკვე დაიწყო. სავარაუდოდ, დარჩენილ ორ ოლქთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცნობილი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება.

თბილისის 6 ოლქში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატების სია ასე გამოიყურება:  ნიკა მელია - გლდანი;  ლევან ხაბეიშვილი - სამგორი; შალვა ნათელაშვილი - ნაძალადევი; შალვა შავგულიძე - მთაწმინდა; ელენე ხოშტარია - ვაკე; გიორგი ვაშაძე - ისანი; 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი