ზელენსკიმ ბუჩას, ირპენს, ახტირკასა და ნიკოლაევს "გმირი ქალაქის" წოდება მიანიჭა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩას, ირპენს, ნიკოლაევსა და ახტირკას "გმირი ქალაქის" წოდება მიანიჭა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"დღეს ხელი მოვაწერე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან განკარგულებას:

ეროვნული გვარდიის 7 სამხედრო მოსამსახურისთვის უკრაინის გმირის წოდების მინიჭების შესახებ, მათგან 5, სამწუხაროდ, გარდაცვლილია;

ასევე, უკრაინის ეროვნული გვარდიის 240 და შეიარაღებული ძალების 119 სამხედრო მოსამსახურისთვის სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების შესახებ;

ადგილობრივი თვითმმართველობის 14 ლიდერისთვის სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების შესახებ;

31 მედიცინის მუშაკის სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ.

რაც შეეხება საპატიო ჯილდოს, "უკრაინის გმირი ქალაქის" წოდება მიენიჭა ოთხს ქალაქს: ბუჩას, ირპენს, ოხტირკასა და ნიკოლაევს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი