უნდა გავაკონტროლოთ სანქციების აღსრულება და დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოების ხელშეწყობით წნეხს თავს არ არიდებს - მაკრონი

გამოქვეყნდა:

ევროპული და ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ, ევროპა ახლა ამ სანქციების სრულად აღსრულების გაკონტროლებას იწყებს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთმა სხვ სახელმწიფოების ხელშეწყობით შეზღუდვებს თავი არ აარიდოს.

მისივე თქმით, ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ პუტინს მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ უნდა დარჩეს.

"პუტინს აღარ დარჩება სხვა გზა გარდა მოლაპარაკებებისა. ჩვენ ასევე პასუხისმგებლები ვართ ამ სანქციების აღსრულების მონიტორინგზე. საჭიროა, გავაკონტროლოთ, რომ ნამდვილად სრულდება სანქციები და უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოების ხელშეწყობით, ამ სანქციების წნეხს თავს არ აარიდებს", - თქვა ემანუელ მაკრონმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი