
სომხეთი აზერბაიჯანს 2020 წლის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში მდებარე სოფელ ფარუხი დაიკავეს.
საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ "სომხეთი მოუწოდებს რუს სამშვიდობოებს, მიიღონ შესაბამისი ზომები და აზერბაიჯანული ძალები დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ საწყის პოზიციებზე".
აზერბაიჯანი ინფორმაციას უარყოფს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "სომხური წყაროების ცნობები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ვითარების სავარაუდო გამწვავების შესახებ, სადაც დროებით რუსი სამხედროების კონტინგენტია განლაგებული, სინამდვილეს არ შეესაბამება".