გიორგი გაბუნიას შემდეგ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, შეკვეთილი მკვლელობის საქმეზ კითხვებს უკვე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი უპასუხებს.
ნიკა გვარამიაჩვენების მისაცემად თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა, თუმცა შესვლასმდე კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის თქვა, რომ გამოძიებას მიაწვდის ყველანაირ ინფორმაციას რაც აქვს.
გამოძიება კი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორისგან სავარაუდოდ იმ ინფორმაციებით დაინტერესდება, რომელიც ნიკა გვარამიას გიორგი გაბუნიას დაკვეთილ მკვლელობასთან დაკავშირებით აქვს.
შეგახსენებთ, რომ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს უკვე გამოიკითხა გიორგი გაბუნია. როგორც სასამართლოდან გამოსვის შემდგ მან ჟურნალისტებს უთხრა, გამომძიებლები ძირითადად დაინტერესდნენ საიდან ჰქონდა ინფორმაცია მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ. როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, მას დღეს სახწლმწიფო დაცვაც შესთავაზეს, თუმცა გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა ამ შეთავაზებას ჟურნალისტი, ადვოკატებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.