ავსტრალიამ ლუკაშენკოს და მის ოჯახს პუტინის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს პუტინისა და ომის მხარდაჭერისთვის ავსტრალიამ სანქციები დაუწესა. ლუკაშენკოს გარდა სანქციები გავრცელდება იმის მეუღლესა და შვილზე.

შეზღუდვების სამიზნეა ასევე 22 რუსი პროპაგანდისტი. ამ სიაში მოხვდნენ "რაშა თუდეის", "ინფო როსის" და "ნიუს ფრონტის" რედაქტორები.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სანქციების მიზანია, რუსეთმა და მისმა მხარდამჭერებმა, რომლებიც ამართლებენ უკანონო, არაპროვოცირებულ შეჭრას მეზობელი უკრაინის ტერიტორიაზე, მაღალი ფასი გადაიხადონ.

უწყებაში აცხადებენ, რომ ავსტრალია გააგრძელებს სანქციების დაწესებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი