ერთი წლის წინ პარალამენტთან განვითარებული სისხლიანი მოვლენებიდან, დღემდე არ არის ცნობილი აქციის დაშლაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა წრე. არ დასჯილან სამართალდამცველები, ვინც ძალას გადაამეტა და ვინც აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროლა. დღემდე არ ცნეს დაზარალებულად ის პირები, ვინც სისხლიან ღამეს მძიმე დაზიანებები მიიღო. წამებისა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი 20 ივნისის კვლევის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
ცენტრში ''ემპათია'' აცხადებენ, რომ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები შეიძლება შეფასდეს როგორც სადამსჯელო ღონისძიება, ამას ადასტურებს შედეგები, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველები არ მოქმედებენ პრევენციის მიზნით და ისინი არ ცდილობენ აქციის მონაწილეების დაშლას, არამედ მათ მიზანში ჰყავდათ აქციის მონაწილეები ამოღებული, ამას ადასტურებს მიყენებული დაზიანებები.
მათ არ აკმარეს რომ 20 ივნისს გაუსწორდნენ ფიზიკურად და მიაყენეს უმძიმესი დაზიანებები, დღემდე მიმდიანრეობს ამ ადამიანებზე არანაკლები ზეწოლა 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ''ემპათიის'' იურისტი გიორგი ლემონჯავა.
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას ელოდება ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. მათი შეფასებით, პირველ რიგში საინტერესოა თუ რატომ დაშავდა ამდენი ჟურნალისტი, როდესაც ადვილად იყო შესაძლებელი მათი იდენტიფიცირება, ასევე რატომ არ არიან სამართალდაცავები დასჯილნი. დღეისათვის არსებული ინფორმაციით მხოლოდ სამი სამართალდაცავის წინააღმდეგ არის დაწყბული სამართლებრივი დევნა.
გამოძიებამ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს არა რიგითი პოლიციელების, სამართალდამცავების კანონიერება, არამედ მაღალჩინოსნების კანონიერება ამ პროცესში, მათ შორის ყოფილი შს მინისტრის, ბატონი გიორგი გახარიას მოქმედების კანონიერება. ჩვენ ხშირად გვსმენია და გავიგია, რომ დისკუსია მიდის იმაზე, თუ ვინ გასცა ბრძანება დაშლასთან დაკავშირებით. ეს საკითხი კვლავ ღიაა ჩვენთვის და მხოლოდ ზედაპირული განცხადებები ცხადია ამ კითხვებს არ სცემს სრულ და სათანადო პასუხს, - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.
დამსჯელობითი ხასიათი, გამოძიების სტანდარტები, მსხვერპლის უფლების შელახვა - ეს არის იმ დარღვევის მცირე ჩამონათვალი, რომელიც არასამთვრობო როგანიზაციის კვლევის შემდეგ გამოიკვეთა.