რუსი ოკუპანტები ქალაქ იზიუმზე შეტევას აგრძელებენ - ინტენსიური დაბომბვების გამო, ქალაქი დანგრეულია. Maxar Technologies-ის თანამგზავრის ახალ ფოტოებზე, რომელიც 24 მარტითაა დათარიღებული, დაფიქსირებულია განადგურებული ინფრასტრუქტურა ქალაქის ცენტრში. ასევე, იზიუმის ირგვლივ დაფიქსირდა რუსული აღჭურვილობისა და საარტილერიო დაბომბვის სვეტები.
ფოტოებზე ჩანს სკოლის ეზოში დიდი კრატერი და სკოლის წინ საავადმყოფოს დანგრეული ნაწილი.
იზიუმიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 5 კილომეტრში, თანამგზავრებმა დააფიქსირეს რუსული არტილერიის მოძრაობა ქალაქისკენ.
რუსული ჯარები ამჟამად აკონტროლებენ ქალაქებს მდინარე სევერსკი დონეცის ჩრდილოეთ ნაპირზე, რომელიც იზიუმს შუაზე ყოფს. ამავდროულად, ქალაქის სამხრეთ ნაწილი შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარება. ქალაქში სასტიკი ბრძოლა გრძელდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა გაანეიტრალეს ორასი ოკუპანტი და მრავალი ერთეული ტექნიკა.
დღეს პუტინის ომი 29-ე დღეა.