ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 3 ქალაქი დაბომბეს - დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავდა 8

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგი გაიდაი Telegram-ზე წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა 3 ქალაქი - სევეროდონეცკი, რუბეჟნოე და ლისიჩანსკი დაბომბეს. 

მისი თქმით, 5 ადამიანი დაიღუპა 8 კი დაშავდა. 

დაზიანდა 32 ობიექტი, მათ შორის 7 ბინა, 9 კერძო სახლი, სკოლა, კინოთეატრი, ავტოფარეხები და სხვა ინფრასტრუქტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი