ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ,,ომის დანაშაულები" უკრაინაში. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს ომის ზონებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო გადაყვანა მათ მიერ არჩეულ დანიშნულების ადგილებამდე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო შეტანა, მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებში.
"სამხედრო დანაშაულები აუცილებლად უნდა შეწყდეს. პასუხისმგებელი პირები და მათი თანამზრახველები პასუხს აგებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მიუღებელია მარიუპოლისა და უკრაინის სხვა ქალაქების ალყაში მოქცევა და რუსული სამხედრო ძალების მხრიდან, ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობისთვის ხელის შეშლა.
ევროპული საბჭო მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა შეიარაღებული ძალები და სამხედრო ტექნიკა, უკრაინის ტერიტორიიდან და სრულფასოვნად პატივი სცეს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში." - წერია განცხადებაში
ზელენსკის მიმართვა ევროპულ საბჭოს: