გრძელდება უკანონო პატიმრობა, იდევნება პოლიტიკურად - ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ლექსო რაფავას პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წინასაარჩევნოდ დაკავებული ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულს იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან, ოჯახი კი ამტკიცებს, რომ მას იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს.

პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში დაკავებული პოლიციელის ოჯახისა და მეგობრების აქცია მიმდინარეობს. 

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები, დაკავებაში მონაწილე პოლიციელები გამოიკითხებიან. 

"ჩაუდეს იარაღი, ჩემი და ჩემი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ლექსოს წაყვანის შედეგ დიწყო ბინაში ჩხრეკა. დღემდე გრძელდება ლექსოს უკანონო პატიმრობა, იდევნება პოლიტიკურად, არჩევნების წინა დღეებში მოხდა ლექსოს დაკვება, რადგან ლექსო გაჩერებულიყო და არ ყოფილიყო ჩართული პოლიტიკურ პროცესში", - თქვა ცოლმა, თეონა აბსავამ

ცნობისთვის, ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია ოქტომბერში, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო.  ლექსო რაფავას დაკავების შემდეგ, გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვნის, რუსლან შამახიას სახლი სენაკში, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. იმავე დღეს, თბილისში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი დააკავეს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი