დაბომბვის შედეგად მარიუპოლის დრამატულ თეატრში შესაძლოა 300-მდე ადამიანი იყოს დაღუპული - ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამწუხაროდ, ამ დღეს ცუდი ამბებით ვიწყებთ. თვითმხილველების თქმით, 300-მდე ადამიანი დაიღუპა მარიუპოლის დრამატულ თეატრში რუსული თვითმფრინავის დაბომბვის შედეგად" - ნათქვამია საკრებულოს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ , 16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა დაბომბა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობას, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.
იმის გამო, რომ ტერიტორია ნანგრევებით იყო ჩაკეტილი, მსხვერპლის შესახებ ზუსტი მონაცემები ამ დრომდე უცნობია.