ბელარუსებისთვის ომი გენეტიკურ დონეზე მიუღებელია - ლუკაშენკო

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო მედიამ არა მხოლოდ აუდიტორიის მობილიზება და განათლება უნდა შეძლოს, არამედ საკუთარ განვითარებაზეც უნდა იფიქროს- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ დღეს მედიის საქმიანობის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. 

ლუკაშენკომ თქვა, რომ მიდის გლობალური საინფორმაციო ომი, რომლის მონაწილე ბელარუსიცაა - "არ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი ნებით ხდება", - თქვა მან. მისი თქმით, ბელარუსის სახელმწიფო მედია ავრცელებს ჭეშმარიტ ინფორმაციას და არ ალამაზებს მას.

"ჩვენ გვაქვს საკმარისი ინფორმაციული მიზეზები და ფაქტები, რომ უბრალოდ გულწრფელად და საიმედოდ წარვუდგინოთ ინფორმაცია არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებას, არამედ მთელ მსოფლიო საზოგადოებას. დაე, შეხედონ, შურდეთ. ხედავთ, რა უხეშად იბრძვიან ჩვენ წინააღმდეგ. ოფიციალური პირები დემონიზირებენ მოსკოვსაც და მინსკსაც დანარჩენი მსოფლიოს წინაშე", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ბელარუსის მოქალაქეების ემოციებით თამაშობენ, როცა ამბობენ რომ ბელარუსი უკრაინასთან ომში ჩაებმება.

„ათასჯერ ვთქვი რომ ჩვენ უკრაინაში ბრძოლას არ ვგეგმავთ, მაგრამ ეს თემა აქტუალურია. ბელარუსებისთვის ომი გენეტიკურ დონეზე მიუღებელია. ახლა კი მათ ამაზე დაიწყეს ჩაჭიდება. ჩვენ ამას წყნარად უნდა ვუპასუხოთ, მაგრამ არც თავი იმართლოთ",- თქვა ლუკაშენკომ. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი