კრიტიკა საუკეთესო გადაწყვეტილება არაა იმისგან, ვინც ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, წამლავს და აპატიმრებს ოპონენტებს | ჯოან როულინგის პასუხი პუტინს

გამოქვეყნდა:

ინგლისელმა მწერალმა, ჯოან როულინგმა კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინის სიტყვებზე, რომ ის "გაუქმდა" - მწერალმა პუტინის სახელი არ ახსენა, თუმცა მას ღია ტექსტით უპასუხა. 

„"დასავლური "გაუქმების" კულტურის კრიტიკა საუკეთესო გადაწყვეტილება არაა იმისგან, ვინც ამჟამად ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას მათი „კრიმინალური“ წინააღმდეგობის გამო და ვინც წამლავს და აპატიმრებს ოპონენტებს. ვდგავართ უკრაინის გვერდით"- წერს როულინგი. 

მანამდე ვლადიმერ პუტინი წუხდა, რომ "კოლექტიური დასავლეთი აუქმებს" ჯ.კ როულინგს მისი შეხედულებების გამო "ე.წ. გენდერულ მრავალფეროვნებასა" და მთელი რუსული კულტურის შესახებ მისი შეხედულებებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი