უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის გვარდიის უმსხვილესი სამხედრო გაერთიანების 3 ჩეჩენი მებრძოლი მოკლეს

გამოქვეყნდა:

შეტაკების დროს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის გვარდიის უმსხვილესი სამხედრო გაერთიანების სამი ჩეჩენი მებრძოლი გაანადგურეს და შეიარაღება წაართვეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას 128-ე სამთო თავდასხმის ტრანსკარპატების ბრიგადა ავრცელებს.

„დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის ეროვნული გვარდიის 46-ე ცალკეული ოპერატიული ბრიგადის, ჩეჩნეთში დაფუძნებული რუსული გვარდიის ჯარების ყველაზე დიდი ფორმირების მცველები ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაეწიათ ტრანსკარპატების ბრიგადისთვის" - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ბრძოლის შედეგად დაიღუპა ეროვნული გვარდიის სამი წევრი, რომლებიც მსახურობდნენ ქალაქ გუდერმესში განლაგებული ბრიგადის 94-ე პოლკში და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქალაქ ურუს-მარტანში დისლოცირებულ 96-ე პოლკში.


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი