არაერთი მცდელობის შემდეგ, რიყის დოქები მეშვიდე მცდელობაზე გაიყიდა. თანამედროვე თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ხელისუფლებამ რუსეთში მყოფ ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს მიყიდა.
დავით გარეჯის საქმის ოქროს მოწმემ, რიყის დოქებში 10 მილიონი ლარი გადაიხადა, ეს თანხა კი ოპოზიციის შეფასებით ბევრად ნაკლებია იმაზე რაც ყოფილმა ხელისუფლებამ მის აშენებაში დახარჯა.
ცნობისთვის, ხიდაშელის სახელს უკავშირდება იმ რუკების ჩამოტანა მოსკოვიდან, რომლის საფუძველზეც შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააპატიმრა.