
"ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს „სიურპრიზები არ ახასიათებთ". მისი თქმით, ოცნება საკონსტიტიციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
როგორც ხუნდაძემ უმრავლესობის სხომის წინ განაცხადა, შეხვედრაზე სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს გაივლიან დეტალურად და თუ ვინმე წინააღმდეგია, თავის პოზიციას შიგნით დააფიქსირებს:
ჩვენ სიურპრიზები არ ვიცით, ჩვენ ვიცით წინასწარ გაფრთხილება. გახსოვთ მაშინ, როცა ჩვენ გავწიეთ წინააღმდეგობა სესიაზე, ჩვენ გავაფრთხილეთ როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა წინასწარ. წინა დღეებში, წინა კვირებში ჩვენ ვაკეთებდით ამ განცხადებებს და ვაფიქსირებდით ჩვენ პოზიციას. ასე რომ, ჩვენ სიურპრიზები არ გვახასიათებს, ჩვენ გვახასიათებს ჩვენი პოზიცია, ამჯერად ჩვენი პოზიციაა იმდაგვარი, რომ ჩვენ დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს უკლებლივ" განაცხადა ხუნდაძემ
უმრავლესობის სხდომა დღეს სამ საათზეა ჩანიშნული. დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებებს იურიდიულ კომიტეტში განიხილავენ. ხოლო კვირას, 21 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.