რუსეთში "ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე" ინგუში ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

გამოქვეყნდა:

პუტინმა „სპეცოპერაციის დროს“ „ყალბი ინფორმაციის გავრცელების“ მუხლით ახალი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. საქმე ჟურნალისტ, იზაბელა ევლოევას წინააღმდეგ აღძრეს, რომელიც ინგუშეთიდან არის. 

ევლოევამ ომის საწინააღმდეგო პოსტები თავის Telegram არხზე დაწერა. კერძოდ, მან თქვა, რომ ამ ომის სიმბოლო - ასო Z - არის "აგრესიის, სიკვდილის, ტკივილისა და უსირცხვილო მანიპულირების სინონიმი".

ევლოევას ახლა 1,5 მილიონ რუბლამდე ჯარიმა,  ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

მან თავად განუცხადა Insider-ის გამოცემას (რუსეთში „უცხო აგენტად“ აღიარებული), რომ სისხლის სამართლის საქმის დაწყება მის პოზიციაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი