"აფხაზებს სძულთ რუსები და მათ ომში საკუთარი ნებით მონაწილეობას არ მიიღებენ" | ნიკა გვარამია ბჟანიას ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

ესაა ჩვენი მოქალაქეების საზარბაზნე ხორცად გამოყენება... აფხაზებს სძულთ რუსები და მათ ომში საკუთარი ნებით მონაწილეობას არ მიიღებენ, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს და ეხმაურება ასლან ბჟანიას ინიციატივას, რუსებისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომში, აფხაზების დახმარების თაობაზე.

Бжания пообещал Сергею Лаврову отправить абхазцев на войну

ბოდიში, რაც არ უნდა იყოს მომხდარი და რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს, ესაა ჩვენი მოქალაქეების (ფორმალურად ვისი მოქალაქეებიც არ უნდა იყვნენ) საზარბაზნე ხორცად გამოყენება. თან, სრულიად დარწმუნებული ვარ, მათი ნების საწინააღმდეგოდ. აფხაზებს სძულთ რუსები და მათ ომში, მით უფრო, ამგვარ საშინელებაში, საკუთარი ნებით ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ.

ეს ისედაც მცირერიცხოვანი აფხაზური ერის პრაქტიკულად განადგურებაა!

ps ძალიან გთხოვთ, აფხაზებზე ჩვენი ტრავმების და სამართლიანი წყენის თუ ბრაზის ამსახველი კომენტარებისგან თავი შეიკავოთ ამ სტატუსის ქვეშ. არავიზე ნაკლებად არ მაწუხებს ეგენი მე თვითონ, - წერს ნიკა გვარამია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი