ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა. სია ასეთია:
საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებზე. არ არის გამორიცხული ერთ ერთ ოლქში კენჭი იყაროს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა- გიორგი მარგველაშვილმა.
მაჟორიტარობის კანდიდატები ამბობენ, რომ დღეიდან ფაქტობრივად წინასაარჩევვნო კამპანიის რეჟიმში არიან და ამომრჩევლებთან აქტრურ შეხვედრებს დაიწყებენ. მათი თქმით, გადამწყვეტი არჩვენბისთვის თბილისში წარმატება უმნიშვნელოვანესია და ისინი აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ მოსახლეობა დაარწმუნონ ოპოზიციის მხატრადაჭერის მნშივნელობაში.
ბრძოლა იქნება ბოლომდე, რათა პოლიტიკიდან გავიტანოთ ოლიგარქია და აქ უკან დამხევი არავინ არ ვართ - ამბობს შალვა ნათელაშვილი, რომელიც კენჭს ნაძალადევში იყრის
მაჟორიტარობის კანდიდატები ამბობენ, რომ 2020 წლის არჩევნები იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ქვეყნის მომავლისათვის. მათი თქმით, ამომრჩევლის დაკვეთა - ოპოზიციის თანხმობა შესრულებულია და დღევანდელი გადაწყვეტილება არის ისტორიული.
ეს შეთანხმება აჩვენებს როგორ შეუძლია ძალიან განსხვავებულ პარტიებს ერთმანეთისგან, გონივრული და საღი აზრის ფარგლებში კომპრომისის მონახვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი კოალიციური მთავრობისთვის -ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია
ჩვენ დავთმეთ 6 ოლქი და დავაყენეთ კანდიდატები 2 ოლქში იმიტომ, რომ შენარჩუნებულიყო ის ერთობა რომელიც დღეს გამჟავნდა - ამბობს "ენმ"-ს წევრი თინა ბოკუჩავა
მთავარია ამოცანა იქნება შესრულებული, რომ ოპოზიცია ერთმანეთს არ დაუპირისპირდება და ერთმანეთს არ წაართმევს ხმებს - ამბობს ნინო ბურჯანაძე
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს. როგორც მან დღეს "მთავარ არხს" უთხრა, იქნება თუ არა მაჟორიტარობის კანდტიტადი დარჩენილი ორიდან ერთ ერთ ოლქში, ამ ეტაპზე საუბარი არ სურს.