უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსი აგრესორების ცხრა შეტევა მოიგერიეს და ოკუპანტების ტექნიკა გაანადგურეს.
ინფორმაციას, უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს:
"25 მარტს, მოკავშირეთა ჯარებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 9 თავდასხმა დონბასში.
უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს:
- 170-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე;
- 17 ერთეული ჯავშანმანქანა;
- 11 ერთეული საავტომობილო ტექნიკა;
- 8 ტანკი;
- 3 თვითმფრინავი;
- სამი დრონი", - ნათქვამია უკრაინის სტრატკომის ინფორმაციაში.