პენტაგონის ცნობით, მოლაპარაკებებში ბერკეტების შესაქმნელად, პუტინმა გეგმები ისევ შეცვალა - Reuters

გამოქვეყნდა:

რუსეთმა გეგმები ისევ შეცვალა, აშშ ხედავს, რომ ახლა რუსეთი ფოკუსირებულია აღმოსავლეთ უკრაინაზე და არა კიევზე - წერს საერთაშორისო გამოცემა Reuters აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

პენტაგონში ამბობენ, რომ ახლა რუსეთი პრიორიტეტს ანიჭებს აღმოსავლეთ უკრაინას, კერძოდ დონბასს და არა კიევს, რაც შეიძლება იყოს მცდელობა მოლაპარაკებებში ბერკეტების შესაქმნელად.

კერძოდ, რუსული ძალები შეეცდებიან იზოლაციაში მოაქციონ დონბასი და უკრაინელი სამხედროები, რომლებიც იცავენ რეგიონს, რათა მოიპოვონ ბერკეტები ზელენსკის ოფისთან მოლაპარაკებების დროს.

გამოცემის ცნობით, გუშინ რუსეთმა თქვა, რომ "სპეციალური ოპერაციის" პირველი ეტაპი თითქმის დასრულებულია და ის ყურადღებას გაამახვილებს დონბასის სრულ "განთავისუფლებაზე".

შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები კიევთან ახლოს არიან ჩარჩენილი და თავდაცვით პოზიციებს იკავებენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი