რუსმა ოკუპანტებმა უკვე 136 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 199 - უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსული შეიარაღებული ძალების აგრესიის შედეგად ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 136 ბავშვია დაღუპული, 199 კი დაშავდა.

უწყების ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში - 64, ხარკოვის ოლქში - 44, დონეცკის ოლქში - 50, ჩერნიგოვის ოლქში 38, ნიკოლაევის ოლქში - 28, ლუგანსკის ოლქში - 25, ზაპოროჟიეს ოლქში - 17, ხერსონის ოლქში - 20, დედაქალაქ კიევში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15, სუმის ოლქში - 14.

"25 მარტს, დონეცკის ოლქში რუსი სამხედროების მიერ დაბომბვის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა, კიდევ ერთი დაშავდა. 24 მარტს, 13 წლის გოგონამ ნიკოლაევის რაიონში საარტილერიო თავდასხმის შედეგად მრავლობით ჭრილობები მიიღო", - აცხადებენ პროკურატურაში.

რუსი აგრესორების მხრიდან თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 570 სასწავლო დაწესებულება, აქედან 73 მთლიანად განადგურდა.

ცნობისთვის, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი