ოკუპირებულ ცხინვალში დაძაბული ვითარებაა - ოპოზიცია ე.წ. პარლამენტის საგანგებო სესიის ჩატარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ ცხინვალში დაძაბული ვითარებაა. ე.წ. პარლამენტის შენობასთან ოპოზიცია მხარდამჭერებს კრებს და საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით სანაკოევი აცხადებს, რომ აუცილებელია სხდომის მოწვევა და დაგეგმილი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება, რადგან არჩევნებიდან მოხსნილი კანდიდატების ხელმომწერთა სიები "ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში" გაყალბდა.

მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი იგორ ჩოჩიევი ღამით ცესკოს თავმჯდომარის კაბინეტში შედის.პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა განაცხადა, რომ "ღამის სხდომის მოწვევის მცდელობა უკანონოა".

ცნობისთვის, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 10 აპრილს გაიმართება. "პრეზიდენტობისთვის" 5 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არის ოკუპირებული რეგიონის მოქმედი ლიდერი ანატოლი ბიბილოვი. ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი კანდიდატად საარჩევნო კომისიამ არ დაარეგისტრირა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი