რუსული ჯარები კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს. კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ქალაქის ჰოსპიტალი აიღეს.
მისი თქმით, ქალაქის მცხოვრებლები აქციაზე უკრაინის ეროვნული სიმბოლოებით მივიდნენ, ისინი იკრიბებიან ქალაქის მთავარ მოედანზე და სკანდირებენ "სლავუტიჩი უკრაინაა", "დიდება უკრაინას".
"ბოლო ინფორმაციით, ქალაქის მერი იური ფომიჩევი დამპყრობლებმა გაიტაცეს. საკრებულო მუშაობას მთელი ძალით აგრძელებს", - განაცხადა პავლიუკმა.
.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ისმის ხმა, როგორ ისვრიან ოკუპანტები ჰაერში.