კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსულმა ბატალიონმა ფიცი დადო და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ოფიციალურად შევიდა. ინფორმაციას ბატალიონი ტელეგრამის არხზე ავრცელებს.
"ბელარუსის ისტორიისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს, კასტუს კალინოვსკის სახელობის ბატალიონის მოხალისეებმა ფიცი დადეს. დღეიდან, ჩვენი ბატალიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია.
ფიცის ტექსტი ბელარუსულ ენაზე დაწერეს ჩვენმა მოხალისეებმა. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ტექსტი ბელარუსის ნამდვილი არმიიის ფიცის საფუძველი გახდება", - ნათქვამია ბატალიონის განცხადებაში.
ცნობისთვის, ბელარუსული ბატალიონი, რომელშიც 200 მეტი სამხედროა, უკვე ორ კვირაზე მეტია, კიევის მისადგომებს იცავს.