ხერსონში მტერმა ქალაქზე კონტროლის დაკარგვის შიშით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების ჩამოსახლება დაიწყო - ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ავრცელებს.
ის რუსულ ძალებს სამხედრო დანაშაულსა და ჟენევის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.
ირინა ვერეშჩუკი თქმით, ოკუპანტების მიერ ხერსონში დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან აზერბაიჯანელებისა და თურქი მესხების ჩამოსახლება ქალაქში უმრავლესობის მოპოვების მიზნით ხდება.
"დღეს 10 ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება, ავტობუსები უკვე გზაშია. ჩვენი ინფორმაციით, ოკუპანტებმა ხერსონში დროებით ოკუპირებული ყირიმიდან იქ მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელებისა და თურქი მესხების გადასახლება დაიწყეს. მტრის გადაწყვეტილება მიუღებელია, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს. ხერსონი უკრაინაა და იქ მცხოვრები ადამიანები გმირები არიან, მტერი წარმატებას ვერ მიაღწევს", - ამბობს ვერეშჩუკი.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა მარკიან ლუბკოვსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ხერსონზე კონტროლს, დიდი ალბათობით, დღეს დაიბრუნებს.
იხილეთ ასევე: