უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. 
შემთხვევა წუხელ, ქალაქ ირპენში ძლიერი შეტაკებების დროს მოხდა.

გარდაცვლილის ცხედარი ფრონტის ხაზიდან უკვე გამოიყვანეს და ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. ტრაგედიის ოჯახს მომხდარზე ინფორმაცია არ აქვს, ამიტომ "მთავარი არხი" ვინაობას გარდაცვლილის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებს.

უკრაინელმა და ქართველმა სამხედროებმა ოკუპანტებს სერიოზული ზიანი მიაყენეს. განადგურებულია რუსული მიგ-24-ის და მიგ-25-ის ტიპის თვითმფრინავები, 34 ჯავშანტრანსპორტიორი, 14 ტანკი. რუსი ჯარისკაცების ნაწილი ტყვედ არის აყვანილი, მათგან რამდენიმე თავად ჩაბარდა. ბრძოლისას დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო.

აგრესორები ირპენზე საჰერო და საარტილერიო დარტყმებს ინტენსიურად ახორციელებენ, თუმცა ქალაქი კვლავ უკრაინელების კონტროლის ქვეშაა, რომლებიც მტერს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ. წუხელ მომხდარი შეტაკებების შემდეგ, რუსებს დაახლოებით 7 კილომეტრით უკან დახევა მოუწიათ.

შეგახსენებთ, უკრაინაში უკვე 4 ქართველი ჯარისკაცია დაღუპული. მანამდე ქალაქ ირპენთან ბრძოლისას დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, ხოლო ქალაქ მარიუპოლში ბახვა ჩიქობავა. 

დავით რატიანს და გია ბერიაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას, მისი ცხედრის გადმოსვენება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი