"სპეციალური 2+2 ფორმატი"| უკრაინისა და ამერიკის მაღალჩინოსნები პოლონეთში შეხვედრას მართავენ 

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ვარშავაში ამერიკელ მაღალჩინოსნებს ხვდება. 

კულება წერს, რომ ეს არის სპეციალური "2+2" ფორმატი, რომლის მიზანიც რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის პოლიტიკურ და თავდაცვით სფეროებში გაძლიერებაა. 

"მე ვხვდები ჩვენს კოლეგებს აშშ-დან ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მდივანს, ლოიდ ჯ. ოსტინს ვარშავაში თავდაცვის მინისტრ, ალექსეი რეზნიკოვთან ერთად. ეს სპეციალური 2+2 ფორმატი საშუალებას გვაძლევს გამოვნახოთ პრაქტიკული გადაწყვეტილებები როგორც პოლიტიკურ, ასევე თავდაცვის სფეროებში, რათა განვამტკიცოთ უკრაინის უნარი რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად", - წერს კულება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი