ოკუპირებული ცხინვალის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, უკრაინაში რუსი ოკუპანტების დასახმარებლად დამატებითი ძალები გაგზავნა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს თუ როგორ ტოვებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს სამხედრო ტექნიკა ცოცხალ ძალასთან ერთად. უკრაინაში გაგზავნამდე ფორმიანებს დე ფაქტო პრეზიდენტი შეხვდა.
ცხინვალი ერთი კვირის წინ რუსული სამხედრო ბაზის 5 000-მდე სამხედრომაც დატოვა, რამაც ადგილობრივებში პანიკა გამოიწვია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები წერენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიარაღებული ძალების გარეშეა დარჩენილი.
ავტორი: გიორგი ახალკაცი