რუსეთის მე-4 სატანკო დივიზიის მე-13 პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო ავრცელებს.
დაზვერვის ცნობით, რუსმა მეთაურმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. უწყების ცნობით, პოლკის მეთაურმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც აღმოაჩინა, რომ დასაწყობებული სამხედრო ტექნიკა გაძარცვული იყო.
დაზვრევაში ამბობენ, რომ რუსეთი ცდილობს, დროებით მწყობრიდან გამოსული ტექნიკის შესანახ ადგილებს ქმნის, მაგრამ მათ დასაწყობებული ტექნიკა გაძარცვული ხვდებათ.