ვინ არის პასუხისმგებელი 20 ივნისის მოვლენებზე ? პოლიტიკოსები 1 წლის თავზე ამბობენ, რომ 20 ივნისი იყო სისტემური დანაშაული და არა ერთი კონკრეტული გადაცდომა. სწორედ ამიტომ მათი შეფასებით, უნდა დადგეს ხელეისუფლების პოლიტკრუი პასუხისმეგებლობის საკითხი. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ დრომდე არ აქვს ბევრ დაზარალებულს დაზარალებულის სტატუსი.
ოპოზიცია დღეს პრემიერ მინისტრის ბოლო განცხადებაზე აპელირებდა, სადაც გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ გასცა სროლის ბრძანება.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს იყო პირდაპირი აღიარება და პირდაპირი მითითება, რომ "გავრილოვიუს ღამის" მოვლენებს ხელისუფლება არ გამოიძიებს.
მმართველი უმრაველსობა კი ტრადიციულად ამტკიცებს, რომ გასული წლის 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაზე ადგილი ჰქონდა შტურმს, ხოლო ვინც ძალაუფლებას გადაამეტა, ისინი პასუხისგებაში არიან მიცემული.
პასუხები კითხვებზე ამ დრომდე არ მიუღიათ სამოქალაქო აქტივისტებს.
საკუთარი თვალით ვხედავდით როგორი სისასტიკით გვარბევდნენ, როგორ ურტყამდნენ წაქცეულ ადამიანებს, როგორ გვიმიზნებდნენ დათვისთვის გამიზნულ ტყვიებს და ამის შემდგ 1 წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ ქართულმა ოცნებამ არ დასაჯა არც ერთი დამანაშავე " ამბობს 20 ივნისის აქციის მოანწილე, სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე.
წამებისა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა დღეს 20 ივნისის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
''ემპათიაში'' აცხადებენ, რომ ეს იყო ხალხის წინააღდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება.