რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ ყოველდღიურად წარმოადგენს ფოტო-ვიდეომასალას, როგორ არის ჩართული შოიგუ "სპეცოპერაციაში"

გამოქვეყნდა:

11 მარტის შემდეგ გაუჩინარებული რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს კადრები დღეს რუსულ სამთავრობო მედიაში გამოჩნდა.

კადრების გადაღების დრო და ადგილი საკამათო გახდა, რადგან მასალაში შოიგუ საუბრობს ზოგად თემებზე, მაგალითად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და არა უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციაზე", რაზეც წესით ის უნდა ამახვილებდეს ყურადღებას. 

შოიგუს გაუჩინარების თემის გააქტიურების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ბრძანება - უწყებამ ყოველდღიურად წარმოადგინოს ფოტო-ვიდეომასალა, რომელიც ასახავს როგორ არის ჩართული შოიგუ "სპეცოპერაციაში".

"ოპერაციის პირველი ეტაპის ამოცანები შესრულებულია. შემცირებულია უკრაინის საბრძოლო ძალებისა და შეიარაღების პოტენციალი. ჩვენი მთავარი მიზანი ახლა დონბასისა და ლუგანსკის გათავისუფლებაა. უზარმაზარი შეცდომაა დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება. ეს ახანგრძლივებს კონფლიქტს და ზრდის მსხვერპლს. იარაღის მიწოდების მთავარი მიზანი უკრაინის გრძელვადიან კონფლიქტში ჩათრევაა. საუბრობენ ცის ჩაკეტვაზე. მსგავს გადაწყვეტილებას მოჰყვება საპასუხო რეაგირება ჩვენი მხრიდან", - თქვა რუსმა გენერალმა, სერგეი რუდსკოიმ

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა. სწორედ, ამას ასახელებდა გერაშენკო ბოლო დროს შოიგუს გაუჩინარების მიზეზად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი