ჯო ბაიდენი ანდჟეი დუდასთან ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავს

გამოქვეყნდა:

პოლონეთში ჯო ბაიდენის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დაიწყო - აშშ-ის პრეზიდენტი პოლონელ კოლეგასთან, ანდჟეი დუდასთან ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავს. 

მანამდე კი თეთრი სახლის ლიდერი ვარშავის ერთ-ერთ სასტუმროში უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. ეს არის პირველი შემთხვევა ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ამერიკის ლიდერი უკრაინელ მაღალჩინოსნებს პირისპირ შეხვდა.

დღეს ჯო ბაიდენი ვარშავის საფეხბურთო სტადიონზე უკრაინელ ლტოლვილებს მოინახულებს. ევროპაში ვიზიტის ბოლოს კი სამეფო სასახლეში შეერთებული შტატების ლიდერი შემაჯამებელ სიტყვას წარმოთქვამს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი