მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ბრიუსელში - საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის მოქალაქეები ევროპარლამენტთან შეიკრიბნენ

გამოქვეყნდა:

ბრიუსელში, ევროპარლამენტის წინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და უკრაინისადმი სოლიდარობა მოითხოვეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებმა. აქციის ორგანიზატორი
რაფი ორუჯოვია. აქციაში მონაწილეობდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მუშვიგ ალაზოვიც.

გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება გაუმართლებელია და მისი უფლებები ირღვევა. ხელი მოაწერეს და ევროპარლამენტში შეიტანეს დეკლარაცია მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით. 

"მიხეილ სააკაშვილმა ჩვენს ქვეყანას დემოკრატია და განვითარება მოუტანა. ის არის მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსი და რეფორმატორი. მოვუწოდებთ წევრებს, ევროპარლამენტმა იმუშაოს მისი უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად. დღეს უკრაინაში მომხდარი სისხლიანი მოვლენები ჩვენს ქვეყანასაც დაემართა. „საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს მისი თავისუფლება მის მიმართ ჩადენილი უსამართლობის წინააღმდეგ გამოსვლით“ განაცხადა რაფი ორუჯოვმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი