როგორ გაუხსნეს ცეცხლი ოკუპანტებმა კოლონას, სადაც "სქაი ნიუსის" რეპორტიორები ისხდნენ- კადრები ჩერნიჰივიდან

გამოქვეყნდა:

წინააღმდეგობის 32-ე დღე უკრაინაში- მარიუპოლი, ხარკოვი, კიევი რუსულ ოკუპაციას, თვეზე მეტია გმირულად უძლებს და პუტინის არმიამ ამ დრომდე, ვერც ერთი დიდი ქალაქის აღება ვერ მოახერხა; ომის დაწყებიდან, ერთი თვის შემდეგ, რუსეთი უკან დახევის რეჟიმზე გადადის.

დღეს ცნობილი ხდება, რომ გენშტაბის შეხვედრაზე ახალი გეგმა შეიმუშავეს, რომლის მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალების სრული მობილიზაცია გადაინაცვლებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე და ამ ოლქების "კიევის რეჟიმისგან გათავისუფლებას"  დაიწყებენ; 

პარალელურად, ისევ უმძიმესი ვითარებაა ოკუპანტების მიერ დაბომბილ და მიწასთან გასწორებულ ქალაქებში, საიდანაც  ხალხი თავის დაღწევას ცდილობს, თუმცა მშვიდობიანი მოქალაქეები გზაშიც რუსეთის იერიშის მსხვერპლი ხდებიან; 

ერთ- ერთი ასეთი იერიში, "სქაი ნიუსის" რეპორტიორებმა რამდენიმე საათის წინ გადაიღეს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი