უკრაინელი მოხალისეები კადიროველებისგან ყიდულობენ ინფორმაციას რუსი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ - ინფორმაციას უნიანი, რადას დეპუტატ, ალექსეი გონჩარენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
დეპუტატმა თავის ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ ორი-სამი დღის წინ კიევის მახლობლად ჯაშუშთა მტრის ჯგუფი დამარცხდა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოკლეს რვა მოწინააღმდეგე - ყველა რუსეთის ევროპული ნაწილის მკვიდრი.
გონჩარენკოს თქმით, ფრონტის ხაზიდან, რუსი ჯარისკაცების გადაადგილების კოორდინატები უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა სწორედ მოხალისეებისგან მიიღეს და მარშრუტი მთლიანად დაემთხვა.
გონჩარენკოს ინფორმაციით, მოხალისეები არც მალავენ, რომ კადიროველებისგან ყიდულობენ მონაცემებს მტრის გადაადგილების შესახებ და ეს ყველაფერი ხდება ინტერნეტში, შუამავლების მეშვეობით. ერთი ოკუპანტის შესახებ ინფორმაციის ფასი 400 დოლარზე ნაკლებია, თანხები ირიცხება ბიტკოინებში.