ბაიდენი ბელარუსელ ოპოზიციონერ ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ტელეფონით ბელარუსელ ოპოზიციონერ ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას ესაუბრა და მადლობა გადაუხადა, რომ ვარშავაში მის გამოსვლას დაესწრო.

"პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას ბელარუსი ხალხის მიმართ ადამიანის უფლებების დაცვასა და წინსვლაში, მათ შორის თავისუფლების გამოხატვასა და თავისუფალ და სამართლიანი არჩევნებში",- წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ-ს პრეზიდენტის ევროპული ტურნე პოლონეთის დედაქალაქში სიტყვით გამოსვლით დასრულდა. ბაიდენმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები პუტინს სწორედ ვარშავიდან გაუგზავნა და კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელების მხარდაჭერა. ბაიდენმა სიტყვით გამოსვლამდე ლტოლვილები მოინახულა, შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს, იქამდე კი უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრებს. პოლონეთში ვიზიტის პირველ დღეს კი აშშ-ს პრეზიდენტი პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, ქალაქ ჟეშოვში იმყოფებოდა, სადაც ნატოს ჯარისკაცები მოინახულა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი