ვწუხვართ რუსეთის ცალმხრივ განცხადებაზე - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღზე

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 24-25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდნენ და Bayraktar TB2-ები გამოიყენეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში არსებულ სიტუაციაზე რუსეთის ინფორმაციას ცალმხრივი უწოდა.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 26 მარტის ცალმხრივ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც არ ასახავს რეალობას",-წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის განცხადება ეწინააღმდეგება 2022 წლის 22 თებერვალს დადებულ ორმხრივ შეთანხმებას.

"თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადება ეწინააღმდეგება ორმხრივი ურთიერთობების არსს და ორ ქვეყანას შორის 2022 წლის 22 თებერვალს ხელმოწერილ დეკლარაციას მოკავშირეთა ურთიერთობის შესახებ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს ყარაბაღიდან სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების სრულად გაყვანისა და გეოგრაფიული სახელების სწორად მოხსენიებისკენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი