"როდესაც იდიოტები ომობენ..." | პოპასნაში რუსმა ოკუპანტებმა ნაღმმტყორცნებიდან საკუთარ პოზიციებს ესროლეს

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ქალაქ პოპასნაში რუსმა ოკუპანტებმა ნაღმმტყორცნებიდან საკუთარ პოზიციებს ესროლეს.

მისი თქმით, ორკების მცდელობა, დაეკავებინათ პოპასნა და რუბეჟნოე, წარუმატებლად დასრულდა.

"როდესაც იდიოტები ომობენ. პოპასნაში ორკებმა ნაღმტყორცნებიდან საკუთარ პოზიციებს ესროლეს. ლუგანსკის რეგიონში თავდაცვის ხაზზე ცვლილებები არ არის, ქალაქი უკრაინის დროშის ქვეშაა. ორკები კვლავ ცდილობენ პოპასნასა და რუბეჟნოეს ხელში ჩაგდებას, თუმცა წარუმატებლად. პოპასნაში რუსეთის არმიას სურდა ქალაქზე შტურმი, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა მოიგერიეს და მტერმა ზარალი განიცადა", - წერს გაიდაი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი