ლუგანსკის ოლქში საომარი მოქმედებების დროს უკრაინელი ტელეოპერატორი და ფოტოგრაფი, იური ოლეინიკი დაიღუპა.
უკრაინული მედიის ცნობით, 39 წლის ოლეინიკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ბრიგადის შემადგენლობაში იყო და საბრძოლო ზონაში დავალებებს ასრულებდა.
ის "24 канал"-ისა და zaxid.net-ის თანამშრომელი იყო.
2014-2015 წლებში იბრძოდა დონბასში.